უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ლუდი შველის თავის ტკივილსა და შაკიკს.
და კიდევ, აღმოჩნდა, რომ ლუდის მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ ისეთი დაავადებების, როგორიცაა გონებრივი სისუსტე და პარკინსონი.
ლუდის თვისებები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცირე ხნის წინ მეცნიერებმა სენსაციური კვლევა გამოაქვეყნეს - ლუდი ადამიანებს აჭკვიანებს.
საქმე ის არის, რომ სვია შეიცავს ნივთიერება ქსანტოგუმოლს, რომელიც ასტიმულირებს ტვინის უჯრედების მუშაობას. გარ
საცდელი ვირთხების ორგანიზმმა ლუდის მიღების შემდეგ დაიწყო ნივთიერების გამომუშავება, რომელიც ორგანიზმს იცავს ანთებითი პროცესების, ონკოლოგიური და ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან.
თუმცა, ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეხსიერებისა და ორიენტაციის გაუმჯობესება, აღინიშნებოდა მხოლოდ ახალგაზრდა ვირთხებში. ასაკოვან ვირთხებში მსგავსი შედეგი არ დაფიქსირებულა.
ჩინელი მეცნიერების გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Agricultural and Food Chemistry.