ნესვში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აქვს შარდმდენი და ანტიტოქსიკური თვისებები. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღვიძლი და შარდ-კენჭოვანი დაავადებები აწუხებს, გარდა ამისა, ნესვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, ამაღლებს იმუნიტეტსა და ჰემოგლობინს.
მამაკაცებისთვის განსაკუთრებით დააინტერესებს ის, რომ ნესვის თესლი ამაღლებს პოტენციას. კარგად გამომშრალი და დაფქული ნესვის თესლი მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს აძლიერებს.
ნესვის ქერქში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს ჯირკვლებისა და სისხლის წარმომქმნელი სისტემების მუშობას.
გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ოფლის გამოდენას და ამ სიცხეში განსაკუთრებით გიშველით.