27 ივლისი, 2017
ჩაიტარეთ კანის ბუსტერიზაცია სახლში მომზადებული ნიღბებით
შემოთავაზებული შინაური სკრაბების დახმარებით არა მარტო ადვილად გაისუფთავებთ სახის კანს, არამედ სასარგებლო ნივთიერებებითაც მოამარაგებთ მას.

• აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი ყავის ნალექი და ცხიმიანი ხაჭო. მიღებული მასით მსუბუქად დაიზილეთ სახე, შემდეგ კი როგორც ნიღაბი გაიჩერეთ 5-10 წუთით და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის.

• 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, დანის წვერით მარილი და
დარიჩინი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა მასაჟისებური მოძრაობებით წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

• 1 სუფრის კოვზი წვრილად გატარებული ნიგოზი და ყავის ნალექი ერთმანეთში აურიეთ და ზემოთ აღწერილი პრინციპით წაისვით სახეზე.

ეს ნიღაბი დაღლილ კანს სიხალისეს შესძენს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS