27 ივლისი, 2017
სანაპიროზე წიგნის კითხვა დაუშვებელია - როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ და ეფექტურად
ნამზეურის ხარისხი განისაზღვრება დუნდულების სითეთრით სხეულის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, ჟარგონს თუ მოვიშველიებთ, „განსხვავებით“.

შეგახსენებთ, რომ ნამზეურის მისაღებად საუკეთესო დროა დილის 9 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 16 საათიდან 19 საათამდე. ამ შემთხვევაში, მართალია, კარგი ნამზეურის მიღებას მეტი დრო დასჭირდება, სამაგიეროდ თავიდან აიცილებთ დამწვრობასა და მზის სხივიბის მავნე ზემოქმედებას.

წყალი აირეკლავს მზის სხივებს და აძლიერებს მათ მოქმედებას. კანი ირუჯება წყალში ყოფინის დროსაც. თუ წყლიდან ამოსვლის შემდეგ სველს გიყვართ მზეზე ნებივრობა, გაითვალისწინეთ, რომ წყლის წვეთები გამადიდებელი შუშასავით
მოქმედებს.
ზღვაზე, საერთოდ, წყლის პირას გარუჯვას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ჰაერი გაცილებით ტენიანია, ესე იგი კანი მზეზე ნაკლებად გამოშრება. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, ის დაიცავს კანს და შეუნარჩუნებს მას ტენიანობას.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევებიც:

თუ ნამზეურს დაწოლილი იღებთ, თავქვეშ აუცლებლად დაიდეთ რამე, რომ თავი ოდნავ აწეული იყოს.
მზეზე გარუჯვისას წყურვილი მომჟავო წყლით მოიკალით, მაგალითად, ლიმონიანი ან მინერალური წყლით. არ არის რეკომენდებული ყინულიანი სასმელების მიღება. ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, მზის აბაზანის მიღებისას უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.

კარგი იქნება, თუ მზის აბაზანების წინ რაიმე მარილიანს შეჭამთ და ცივ ჩას დალევთ.

შეძლებისდაგვარად იარეთ ფეხშიშველმა.

არ არის რეკომენდებული ფრჩხილების ლაქის წასმა, სასურველია ფრჩხილებმა დაისვენოს.

მზეზე გასვლის წინ წაისვით ჰიგიენური პომადა.

არ არის რეკომენდებული პლაჟზე წიგნის კითხვა: ულტრაიისფერი სხივები უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS