24 ივლისი, 2017
ნიორი - საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება
ნიორი რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ეს დიდი ხანია ცნობილია. ნივრის საშუალებით უამრავ, ხალხურ სამკურნალო საშუალებას ამზადებენ. მათ შორის ყველაზე მარტივი ნიორის ნედლი სახით გამოყენებაა.

ნედლი ნიორი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნიორი: ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

აქვეითებს სისხლის წნევას.

აქრობს ანთებას.

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აქვეითებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს.

აძლიერებს იმუნიტეტს.

ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

გაითვალისწინეთ: კუჭის მჟავამ შეიძლება შეამციროს ალიცინის, ნიორში არსებული აქტიური შენაერთის, ეფექტი, ამიტომ სასურველია, ვიდრე ნიორს მიირთმევთ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი
დალიოთ, ეს ცოტათი შეამცირებს კუჭის Ph-ს.

გარდა ამისა, თუ ალერგიული ხართ, მოერიდეთ ნივრის ნედლი სახით გამოყენებას.

თუ მაღალი ტემპერატურა, კანზე რაიმე გამონაყარი ან თავის ტკივილები გაწუხებთ, შეწყვიტეთ ნივრის გამოყენება და აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS