ფართო დანიშნულება აქვს შავი წიწაკის ზეთს. მას აქვს შარდმდენი, სიცხის დამწევი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, სპაზმის საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, ანტისეპტიკური და ბევრი სხვა სამკურნალო თვისება.
შავი წიწაკის ზეთით მკურნალობენ შეკრულობას, კოლიკასა და დიარეას. ის ააქტიურებს ოფლის გამოყოფას, აწესრიგებს შარდდენას და ამცირებს გაზების დაგროვებას. წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.
ასევე: ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას: შავი წიწაკა ადვილად შლის ცხიმის უჯრედებს.
აუმჯობესებს სუნთქვას: ეს ზეთი აუმჯობესებს სასუნთქი გზების მუშაობას, ათავისუფლებს გაჭედილ ცხვირს და თავიდან აგაცილებთ სინუსიტს. ასევე, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ლორწოს.
კლავს ბაქტერიებს: შავი წიწაკა აქობს მწერების ნაკბენით გამწვეულ ანთებას, ხელს უშლის არტერიების გაფართოებას და ასუფთავებს მათ ტოქსინებისგან.
ანტიოქსიდანტური თვისებები: შავი წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს შენაერთებს, რომლებიც აფერხებენ თავისუფალი რადიკალების გავრცელებას, რითაც ორგანიზმს ყველაზე საშიში დაავადებებისგანაც კი იცავს. მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და კიბოს დაავადებებისგან.
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, შავი წიწაკა წმენდს ორგანიზმს მავნე შარდმაჟავასგან.
შავი წიწაკის ზეთის გარეგანი გამოყენება შეგიმსუბუქებთ რევმატიზმის, პოდაგრისა და ართრიტის სიმპტომებს.
შავი წიწაკის ზეთი შეგიძლიათ შემდეგნაირად მოამზადოთ:
200 გრამი ზეითუნის ზეთი ერთი საათის განმავლობაში შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე და დაასხით 100 გრამი შავი წიწაკის მარცვალს. კარგად აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. გამოიყენეთ მხოლოდ მინის ჭურჭელი, 30 დღის განმავლობაში დადგით თბილ ბნელ ადგილას. ყოველ 3 დღეში აურიეთ, შემდეგ გადაწურეთ და მარცვლები ფრთხილად გაწურეთ. მიღებული მასა ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.
შინაგანი გამოყენებისთვის წიწაკის ზეთს აუცლებლად უნდა დააყოლოთ მომჟავო სასმელი, მაგალითად, ერთი ჭიქა კეფირი, ტომატის წვენი ან ლიმონიანი წყალი. შეგიძლიათ, 5-7 წვეთი შავი წიწაკის ზეთი და 100 მილიგრამი თაფლი ან მურაბა აურიოთ ერთმანეთში.
მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი 1-2-ჯერ დღეში.