20 ივლისი, 2017
რა მოხდება, თუ ფეხებს საკვები სოდით დაიზელთ - მოიშორეთ უსიამოვნო სუნი და ოფლიანობა
საკვებ სოდას კარგა ხანია სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოიგვაროთ ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები.

საკვები სოდა კარგად ასუფთავებს ფეხებს, ხსნის სიმძიმის შეგრძნებას და აქრობს უსიამოვნო სუნს.

გაისუფთავეთ ფეხები და მოიხსენით სიმძიმე

თასში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ 3 სადილის კოვზი საკვები სოდა და ჩაყავით ფეხები. შედეგის გასაუმჯობესებლად ფეხები მსუბუქად დაიზილეთ.

საკვები სოდა შეგიძლიათ ჩაყაროთ აბაზანაშიც და 15 წუთით ინებივროთ. ასეთი აბაზანა ადუნებს სხეულს, აბაზანის შემდეგ კი აშკარად იგრძნობთ გაორმაგებულ ენერგიას.

მოშორეთ უსიამოვნო სუნი და შეიმცირეთ ოფლიანობა

ერთმანეთში აურიეთ ცოტაოდენი წყალი და საკვები სოდა, მიღებული ნაზავით დაიზილეთ ტერფები.
ეს პროცედურა, ამცირებს ოფლიანობას და აქრობს უსიამოვნო სუნს. შეგიძლიათ გამოიყენოთ იღლიებისთვისაც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS