20 ივლისი, 2017
ანემია - შეივსეთ რკინის დეფიციტი და აიცილეთ საფრთხე
ანემია შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ამიტომ უნდა გამოირიცხოს ანემიის რთული ფორმები, რომელთა მკურნალობა მხოლოდ სათანადო სამედიცინო ჩარევით შეიძლება.

თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და თქვენი ანემია მხოლოდ არასათანადო კვებითა და ვიტემინების ნაკლებობითაა გამოწვეული, შეგიძლიათ თავადაც დაეხმაროთ ორგანიზმს.

შემოთავაზებულ რეცეპტში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტები შეგივსებთ რკინის, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტს.

ეს სასმელი უნდა მიიღოთ დილით უზმოზე, 15-20 დღის განმავლობაში - წელიწადში ორჯერ.

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი ჭარხალი.
½ კილოგრამი სტაფილო.
1 ლიმონის წვენი.
2-3
ფორთოხალი.
2 მჟავე ჯიშის ვაშლი.
500 გრამი მინდვრის თაფლი.

მომზადების წესი:
ჭარხალი, ვაშლი და სტაფილო დაჭერით და ბლენდერის საშუალებით აურიეთ, დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლებისგან გამოწურული წვენი (სასურველია ხელით გამოწუროთ და მინდვრის თაფლი. ყველფერი კარგად აურიეთ, ვიდრე თაფლი მთლიანად არ გადნება.

შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად მეტი ფორთოხალი გამოიყენოთ.
მიღებული მასა ჩაასხით მინის ბოთლებში. მიღებულ მასა უნდა გეყოთ 15-20 დღის განმავლობაში.

გამოყენების წესი:
დალიეთ 100 მილიგრამი ყიველ დილით უზმოზე, ვდრე არ დამთავრდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS