ტაივანური ხილის ჩაი
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ჩაი, რომელიც ოდესმე გაგისინჯავთ.
ინგრედიენტები:
1 ვაშლი.
1 ფორთოხალი.
1 ლიმონი.
ერთი მუჭა მარწყვი.
1/3 ფინჯანი ფორთოხლის წვენი.
1 ჭიქა ცხელი წყალი.
მომზადების წესი:
ვაშლი, ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით. ფორთოხლის წვენი ჰაერღუმელში შეათბეთ ერთი წუთის განმავლობაში.
სასარგებლო თვისებები:
ვაშლი იცავს თავის ტვინს პარკინსონის დაავადებისგან, ასევე, აქვეითებს დიაბეტის განვითარების რისკს. ფორთოხალი წარმოადგენს ანტიოქსიდანტისა და C ვიტამინის წყაროს, რაც უზრუნველყოფს ძლიერ იმუნიტეტსა და უკეთეს ჯანმრთელობას.
მარწყვისა და ფორთოხლის ჩაი
4 ფინჯანი ცივი წყალი.
4 პაკეტი შავი ჩაი.
½ ფინჯანი შაქარი.
2 ფინჯანი მარწყვი.
3 ფინჯანი ფორთოხლის წვენი.
მომზადების წესი:
1 ჭიქა წყალი აადუღეთ ნელ ცეცხლზე, მოათავსეთ მასში ჩაის პაკეტები, დაუმატეთ შაქარი და გააჩერეთ 5 წუთით. კარგად მოურიეთ, გადმოდგით და გააგრილეთ. მარწყვი და ფორთოხლის წვენი ბლენდერის მეშვეობით აურიეთ და მიღებული მასა დაუმატეთ ჩაის ნაყენს, დაახურეთ თავზე და შედგთ მაცვარშ მთელი ღამით. დალიეთ დილით, შეგიძლიათ ყინულიც დაუმატოთ.
სასარგებლო თვისებები:
მარწყვი და ფორთოხალი აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. შეგიძლიათ შაქრის ნაცვლად თაფლი გამოიყენოთ.