ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებმა გააანალიზეს მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებლები და გამოარკვიეს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი.
ყველაზე „მსუქან“ სახელმწიფოებად დასახელდა აშშ და მექსიკა. შტატებში 15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 38,2% ჭარბი წონისაა, ხოლო მექსიკაში მოსახლეობის 32,4% წონასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია.