17 ივლისი, 2017
ანევრიზმა - მარტივი რეცეპტი რომელიც ანევრიზმას აგვარიდებს
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა საკმაოდ იშვიათი, მაგრამ საშიში და მძიმე დაავადებაა. რიგი მიზეზების გამო თავის ტვინის არტერია ფართოვდება, კედლის სტრუქტურა თხელდება და სისხლით იბერება.

ანევრიზმა შეიძლება იყოს მცირე და დიდი ზომის - 3 მილიმეტრიდან 25 მილიმეტრზე მეტი.
არტერიის ანევრიზმის ამობურცული ნაწილი ხშირად აწვება ახლომდებარე ნერვს, რამაც შეიძლება, მაგალითად, მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.
განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ანევრზმის გასკდომა, რაც ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზი ხდება. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მცრე ზომის ანევრიზმა არ იწვევს სისხლის ჩაქცევას ან რაიმე
საშიშ გართულებას.

აღსანიშნავია, რომ ანევრიზმას რაიმე კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს და ის შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინოთ.

თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის განვითარების მიზეზები
არტერიის ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა თანდაყლილი პათოლოგიის ნიადაგზე.

ის შეიძლება წარმოიქმნას სხვა პათოლოგიებთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა თირკმლების პოლიკისტოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, აორტის კოარქტაცია.
თუ ამ დაავადებათაგან რომელიმე აღინიშნება, აუცილებელია თავის ტვინის ტომოგრაფიული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, რათა გამოირიცხოს ანევრიზმის არსებობა.
ანევრიზმის განვითარების სხვა მიზეზები შეიძლება იყოს: თავის ტვინის ტრავმა ან ჭრილობა, რამაც შეიძლება სისხლძარღვთა კედლების გათხელება გამოიწვიოს.

ანევრიზმის წარმოქმნის რისკს ზრდის, აგრეთვე, მაღალი არტერიული წნევა.
მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები, ინფექციები, სიმსუქნე.
დაბოლოს, გარკვეულ რისკს ქმნის ცხვრების არაჯანსაღი წესი: ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენება, მოწევა, ნარკომანია, კონტრაცეპტივების უკონტროლო მიღება, რამაც შეძლება თრომბის წარმოქმნა გამოიწვიოს.

თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის სიმპტომები
როგორც აღვნიშნეთ, მცირე ზომის ანევრიზმა შეიძლება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს, მაგრამ მისი ზრდის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება შეტევითი თავის ტკივილები, რომელიც პერიოდულად მეორდება ერთსა და იმავე მონაკვეთში. პირველად ვითარდება ეპილეფსიის შეტევა.
შესაძლოა წარმოიქმნას შემდეგი სიმპტომები: სმენის დაქვეითება ცალ ყურში, ძლიერი ხმაური ყურებში, სახის ნერვის პერიფერიული პარეზი, გარდამავალი სისუსტე ქვედა კიდურებში, მხედველობის ველის შევიწროება ან ამოვარდნა, გუგების გაფართოება, სიელმე, გაორებული მხედველობა, ზედა ქუთუთოს ჩამოშვება.

ანევრიზმის გასკდომისას პაციენტი განიცდის ძლიერ თავის ტკივილს, დამახასიათებელია, აგრეთვე, გულისრევა, შეუძლებელია თავის განძრევა, მხედველობა გაორებულია.
დიდი ზომის ანევრიზმის დროს, მით უმეტეს, თუ ის თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავს, თავის ტკივილი აუტანელია და პაციენტი გონებას კარგავს.
თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოსტიკა
ექიმს ანევრიზმის აღმოჩენა მისი გასკდომის შემდეგ შეუძლია, ანუ ჰემორაგიული ან იშემიური ინსულტის დროს. ამ შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლად უნდა გადაიყვანონ ჰოსპიტალში, სპეციალიზებულ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.

თვითმკურნალობა კატეგორიულად დაუშვებელია.

ეჭვის შემთხვევაში, დიაგნოზის დასაზუსტებლად, ექიმი აუცილებლად უნიშნავს ავადმყოფს ტომოგრაფიულ გამოკვლევას ანგიოგრაფიულ რეჟიმში. ანევრიზმის აღმოჩენის შემთხვევაში , ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად ტარდება დეტალური ანგიოგრაფია.
როგორც წესი, ანევრიზმის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება.
როგორ ავიცილოთ თავიდან თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა

თუ ჰიპერტონიკი ხართ, მუდმივად უნდა აკონტროლოთ წნევის დონე.

მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის გარდა, წნევის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ შინაური რეცეპტები გამოიყენოთ:
ერთ ჭიქა ძახველს დაასხით ერთი ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ შვიდი წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, როცა გაგრილდება, გადაწურეთ და დაუმატეთ სამი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.
დალიეთ ყოველდღე ნახევარ ჭიქა ჭამამდე, 1,5-2 თვის განმავლობაში.
თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში კამის თესლი, კატაბალახას ძირები და შავბალახა. ერთ სადლს კვზ ნაკრებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათით.
დალიეთ სამჯერ დღეში 1/3 ჭიქა ჭამამდე, 1,5-2 თვის განმავლობაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS