14 ივლისი, 2017
მშრალი კანი - როგორ დავიცვათ მზისგან
მშრალ კანს აუცილებლად სჭირდება ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, ამისთვის მთელი წლის განმავლობაში გამოიყენეთ დღის კრემი მზისგან დამცავი ეფექტით.

დატენიანება
აუცულებლად დილით და საღამოს გამოიყენეთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები და შრატები. მასში შემავალი ნივთიერებები აღადგენენ და აძლიერებენ კანის თავდაცვისუნარიანობას, ატენიანებენ და ხელს უწყობენ კანში ტენის შენარჩუნებას, რაც აფერხებს ნაოჭების წარმოქმნისა და ნაადრევი დაბერების პროცესს.

კვირაში ორჯერ გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი:
ერთი საშუალო ზომის ბანანი კარგად გაქენით, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და აურიეთ ერთგვაროვანი, ფაფისებური
მასის მიღებამდე. მიღებული მასა სახეზე წაისვით, 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს კანს, უფრო ელასტიკურსა და ხავერდოვანს ხდის მას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
კარგი იქნება, თუ ნიღბის წასმამდე სახეს დაიორთქლავთ. ამ დროს სახის კანის ფორები იხსნება და მკვებავი ნივთიერებები უკეთ აღწევს კანში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS