პომიდორს აქტიურად იყენებენ ხალხურ კოსმეტოლოგიაში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ლიკოპენს - ანტიოქსიდანტს, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და შესაბამისად, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
პომიდორი, ასევე, მდიდარია ამინმჟავებითა და C ვიტამინით, რაც კანს სიგლუვესა და სინაზეს მატებს.
პომიდორი, უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, ამცირებს ოფლდენას და აქრობს უსიამოვნო სუნს. ამდენად, მისგან ტანის ლოსიონსაც ამზადებენ, ეს ზალიან მარტივია:
პომიდორი შუაზე გაჭერით და მთელ ტანზე წაისვით, როცა შეგაშრებათ შხაპი მიიღეთ.