13 ივლისი, 2017
როგორ დავამარცხოთ ასთმა
ასთმის შეტევის გამწვავებისას, ყველაზე სწრაფი გამოსავალი ინჰალატორის გამოყენებაა. ის მსუბუქი და მოსახერხებელია, ამიტომ ასთმით დაავადებულთათვის მისი მუდმივად თან ტარება სირთულეს არ წარმოადგენს.

ასთმის შეტევების შემცირება შეიძლება სწორად შერჩეული დიეტით. მაგალითად, ასთმით დაავადებულთათვის სასარგებლოა C ვიტამინითა და ბეტაკაროტინით მდიდარი პროდუქტები.

შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ სტაფილოს წვენი, კარგი იქნება, თუ მას დაუმატებთ ნიახურსაც - მასში შემავალი ნივთიერებები დაგეხმარებათ ღვიძლისა და ნაწლავების გასუფთავებაში.

შემოგთავაზებთ ასთმით დაავადებულთათვის რეკომენდებულ პროდუქტს. მათი გამიყენება მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ და შეგიმსუბუქებთ ასთმის სიმპტომებსა და შეტევებს.

2
მწვანე ვაშლი + 6 ღერი ნიახური + ერთი კონა ისპანახი + ერთი კონა ოხრახუში + ¼ ლიმონის წვენი.
¼ ანანსი + 1 ფენხელი (დიდი კამა) + 8 ღერი კომბოსტოს მყარი ნაწილი + 3 ბოლოკი + ½ ლიმონი.
2 ფინჯანი მარწყვის წვენი + თითო ფინჯანი შტოშისა და ბროწეულის წვენი.
1 კიტრი + 2 თავი ხახვი + ½ მწიფე ლიმონურა + ½ ლიმონი.

ასთმის განმეორებითი შეტევების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ:


ცხოველური წარმოშობის საკვებს, მაგალითად, კვერცხს, რძესა და ხორცს.

ციტრუსს, მასში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება ბრონქების შევიწრიება და ასთმის შეტევა გამოიწვიოს.
ნატრიუმი და ნატრიუმის გლუტამატი.

მცენარეული, მაგალითად, სიმინდის ზეთი, ამან შეიძლება სასუნთქი გზების ანთება გამოიწვიოს.

ალკოჰოლი და უალკოჰოლო სასმელები.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS