13 ივლისი, 2017
როგორ გამოიშროთ ფეხები 1 კვირაში - შესანიშნავი და მარტივი რეცეპტი შეშუპების მოსახსნელად
ადამიანის ორგანიზმის 50-86 % წყლისგან შედგება. სითხის მოცულობის გაზრდის შედეგად კი ჩნდება შეშუპება.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


შეშუპებისგან სწრაფად განთავისუფლებისთვის კი, სასურველია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

1. დაიწყეთ კვებით

მარილი და რაფინირებული ნახშირწყლები - ისაა, რაც პირველ რიგში უნდა ამოიღოთ რაციონიდან ან შეამციროთ მიღების დოზა. სასურველია დაივიწყოთ ცხარე საკვები და საღამოს სასუსნავები. უმჯობესია ძილის წინ არაფერი მიირთვათ.

2. ნუ დაგავიწყდებათ ვიტამინები
და მინერალები

შეშუპება მინიშნებას გაძლევთ, რომ თქვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ახალი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი სჭირდება.

3. მეტი მოძრაობა
ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს სარგებელი ჯერ არავისთვის მოუტანია. ეცადეთ მეტი იაროთ ფეხით და დაიწყეთ დილაობით ვარჯიში. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.

4. შეშუპება წყალზე უარის თქმის მიზეზი არ არის
2 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. გულის უკმარისობისა და პრობლემური თირკმლების მქონე ადამიანებმა, წყლის მიღების რეჟიმი ექიმთან უნდა შეათანხმონ.

5. ძილი სუსტებისთვის არ არის!

ვინ ყოფილა ისეთი, ვისაც გამოუძნებლობის შემდეგ თავი ლამაზად და ლაღად უგრძვნია?

6. გაიკეთეთ მასაჟი
წყლისგან გამოწვეული შეშუპების მკურნალობა, მხოლოდ მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია და თვითმასაჟი ამ შემთხვევაში საშიშია.

თუ რეკომენდებულ რჩევებს გაითვალისწინებთ, უსიამოვნო პრობლემას მალე დაივიწყებთ. გაუფრთხილიდთ თავს და გაუზიარეთ რჩევები თქვენს ახლობლებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS