11 ივლისი, 2017
როგორ მოვიშოროთ სტრიები
ნაწიბურები, ნაიარევი და სტრიები ყოველთვის იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, განსაკუთრებით ზაფხულში, თუ ისინი სხეულის გამოსაჩენ ნაწილში მდებარეობს. მათ მოშორებაში მარტივად მოსამზადებელი მალამო დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:
¼ ფინჯანი კაკაოს ზეთი.
¼ ფინჯანი ზეითუნის ზეთი.
1 სადილის კოვზი თაფლი.
4 წვეთი ლავანდის ზეთი.

მომზადების წესი:

კაკაოს ზეთი (მას კარაქის კონსისტენცია აქვს) ჩადეთ ქვაბში და შეათბეთ სრულ გადნობამდე. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ ხის კოვზით. მიღებული მასა გააგრილეთ, მოათავსეთ მინის ქილაში და შედგით საყინულეში 20 წუთით. შემდეგ, მჭიდროდ
დაახურეთ თავზე და ჩვეულებრივ, მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი:

მალამო წაისვით გასუფთავებულ კანზე, უშუალოდ ნაიარევზე. გამოიყენეთ დილით და საღამოს ძილის წინ ორი კვირის განმავლობაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
სტრიები მქონდა ახალგაზრდობაში, ახლა აღარ მაქვს, თავისით გაქრა
19:42 / 12-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS