11 ივლისი, 2017
რატომ უნდა ჭამოთ ბანანი - იმკურნალეთ მარტივად
აღმოჩნდა, რომ ბანანს ზოგჯერ სამედიცინო პრეპარატზე უკეთ შეუძლია მოქმედება. ასე რომ, ბანანი მარტივად დაგეხმარებათ, თუ გაწუხებთ:

მეტეორიზმი და შეკრულობა
ბანანი შეიცავს პექტინს, რომელიც აჩქარებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. გარდა ამისა, ბანანი მოქმედებს როგორც პრობიოტიკი და ასტიმულირებს ნაწლავებს შეკრულობისას. ამგვარად, აქვეითებს მეტეორიზმს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

სისხლის წნევა
როგორც ცნობილია, ნატრიუმის მარილების დიდი რაოდენობით მოხმარება და კალიუმის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს სისხლის წნევაზე. ბანანი მდიდარია კალიუმით. ამიტომაც წნევის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია
ყოველ დილით ერთი ბანანი მიირთვათ.

დეპრესია
ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, ცილას, რომელიც ასტიმულირებს ჰორმონ სეროტონინის სეკრეციას. ამ ჰორმონს „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ. საკმარისია, დღეში ერთი ბანანი მაინც მიირთვათ და მთელი დღის განმავლობაში თავს უფრო უკეთ და მშივიდად იგრძნობთ.

წინა მენსტრუალური სინდრომი

ბანანი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც დადებიტად მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე. B ჯგუფის ვიტამინები სასარგებლოა წინამენსტრუალური სინდრომის დროსაც, ისინი ამცირებენ ტკივილს მუცლისა და მკერდის არეში და ამცირებენ ორგანიზმში სითხის შეკავების რისკს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS