წყალი
წყალი ორგანიზმს გაუწყლოებისაგან იცავს და ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის ნკოტინის, გამოდევნაში ეხმარება. ასე რომ, სვით რაც შეიძლება მეტი წყალი.
ჭინჭარი
ეს მცენარე მდიდარია რკინით, რაც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლასა და დაავადებებისგან თავდაცვაში ეხმარება.
ფიჭვის წიწვი
ფიჭვის წიწვის ჩაი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება პირის ღრუსა და ყელისთვის, ასევე, იცავს ფილტვებს.
ხილ-ბოსტნეული
ორი წლის განმავლობაში იკვლევდნენ აკვირდებოდნენ 25 წლისა და უფროსი ასაკის ათასამდე მწეველს.
ხილ-ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს, რაც ორგანიზმს სისავსის შეგრძნებას ანიჭებს.
მწეველებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ნიახური, ბადრიჯანი, კიტრი. მოერიდეთ შაქრის შემცველ ბოსტნეულს. გლუკოზა აძლიერებს ნიკოტინისადმი ლტოლვას.
ფორთოხალი
ფორთოხალი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ნიკოტინის გამოდევნას. ასევე, ამცირებს სტრესის დონეს.
სტაფილოს წვენი
მოწევის ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, როგორც ცნობილია, ის გახლავთ, რომ ის მნიშვნელოვნად აზიანებს კანს. კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ყველაზე უკეთ სტაფილოს წვენი დაგეხმარებათ. ის აღადგენს კანს და მას ვიტამინებით ამარაგებს.
ისპანახი
იპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ფოლიუმის მჟავით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს და აძლიერებენ სიგარეტს უსიამოვნო გემოს.