10 ივლისი, 2017
დახეთქილი ქუსლები, კოჟრები და სოკო - ასპირინი დაგეხმარებათ
ფეხების მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვისაც და ესთეტიკური თვალსაზრისითაც. ამ პრობლემას განსაკუთრებით ქალები განიცდიან, რადგან ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ჩაცმისას დახეთქილი ქუსლები, კოჟრები ან სოკოთი დაავადებული ფრჩხილები და ტერფები მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ არის.

შემოგთავაზებთ მარტივ შინაურ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ იაფად და საიმედოდ მოაგვაროთ ეს უსიამოვნო პრობლემა.

ინგრედიენტები:

ასპირინი.
ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
ასპირინი დაფხვენით პუდრის კონსისტენციამდე.
დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი, პასტისმაგვარი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

კოჟრებისა
და სოკოს მოსაშორებლად
ფეხები კარგად დაიბანეთ და მომზადებული პასტა კოჟრებსა და სოკოთი დაზიანებულ უბნებზე წაისვით. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კოჟრები და გარქოვანებული კანი პემზის წრიული მოძრაობით გაიხეხეთ ეს პროცედურა მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და დაარბილებს კანს.

შემდეგ ფეხები კვლავ თბილი წყლით დაიბანეთ, შეიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურა კვირაში სამჯერ ჩაიტარეთ.

შეეცადეთ უპირატესობა ნატურალური მასალისგან შეკერილ ფეხსაცმელს მიანიჭოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS