07 ივლისი, 2017
ნუ გადაიხდით თანხას დეტოქს-კოქტეილებში, ის შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ
სასმელი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, ორგანიზმს ერთდროულად საკვები ნივთიერებებითაც ამარაგებს და ცხიმების დაწვაშიც ეხმარება. გარდა ამისა, მის ინგრედიენტებში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც.

ინგრედიენტები:

2 ლიტრი წყალი.
1 საშუალო ზომის კიტრი.
4 ლიმონი.
1 კოჭას ფესვი.
10 პიტნის ფოთოლი.

მომზადების წესი:

კიტრი და ლიმონი დაჭერით, ლიმონს კურკები გამოაცალეთ, დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.

მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში ექვსი საათის განმავლობაში, შემდეგ კი დალიეთ.
ეს კოქტეილი შეგიძლიათ დიეტის პარალელურადაც მიიღოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS