02 დეკემბერი, 2013
ონკანის წყალი თმას ვნებს?
სველი თმის დავარცხნა არარეკომენდებულია, თუ მოკლე ვარცხნილობა არა გაქვთ. გრძელი სველი თმა იწეწება და რაც უფრო მეტად ივარცხნით, მით მეტი რჩება სავარცხელზე ის, თუ როგორ უვლით თმას, მის სიჯანსაღესა და სილამაზეზე აისახება. გახსოვთ ერთი მთავარი წესი? ნამდვილ ქალს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს თმა, ხელები და ფეხსაცმელი. თუ თქვენი იმიჯის ეს დეტალები მოვლილი და პეწიანია, ე.ი. სილამაზისთვის ბრძოლა მოიგეთ.

დაფიქრდით, რით იბანთ თავს. ონკანის წყალი ხშირად ჟანგიანია, თუმცა ეს შეიძლება, ვიზუალურად არ ჩანდეს. ის ხშირად შეიცავს
მიკროორგანიზმებს, სხვადასხვა მიკროელემენტს, რაც ნალექის სახით თვალითაც შეიძლება შევნიშნოთ.

დიდ ქალაქებში ექიმები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. მაშ, რატომ შეიძლება ამ წყლით თავის დაბანა? კოსმეტოლოგები გვირჩევენ თმაზე ანადუღარი წყლის გადავლებას, რომელშიც სხვადასხვა სამკურნალო ბალახი იქნება ჩამატებული, მაგალითად, გვირილა. ის თმას მშვენიერ ოქროსფერ ბზინვარებას ანიჭებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ გაფილტრული ან დამდგარი წყალი. თანამედროვე კოსმეტოლოგიური საშუალებები აჯანსაღებს და ალამაზებს თმას, თუმცა არც ბებიების ძველი მეთოდების დავიწყება ღირს.

კვირაში ერთხელ მაინც თავი კვერცხის გულით დაიბანეთ, ეს ძალიან სასარგებლოა. არსებობს თმის სპეციალური ნიღბებიც. მაგალითად, აიღეთ 1 ცალი კვერცხის გული, აურიეთ პატარა ჭიქა კონიაკი, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 20 წუთს და ჩამოიბანეთ.

სველი თმის დავარცხნა არარეკომენდებულია, თუ მოკლე ვარცხნილობა არა გაქვთ. გრძელი სველი თმა იწეწება და რაც უფრო მეტად ივარცხნით, მით მეტი რჩება სავარცხელზე. ეცადეთ, არ გაიშროთ თმა საშრობით, მაღალი ტემპერატურა მის სტრუქტურაზე მოქმედებს და მტვრევადს ხდის.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS