06 ივლისი, 2017
აურიეთ ეს სამი ინგრედიენტი და დაივიწყეთ ოფლის სუნი
ბევრს შეუმჩნევია ალბათ, რომ ნაყიდი დეზოდორანტი ხშირად არ ამართლებს მოლოდინს. უფრო მეტიც, ისინი შეიცავენ ნივთიერებას, რომელიც აცობს საოფლე ჯირკვლებს და ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

არსებობს ოფლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და გარდა იმისა, რომ საიმედოდ უმკლავდება ოფლის სუნს, ტანსაცმელზე ლაქებსაც არ ტოვებს.

ინგრედიენტები:
25 გრამი საკვები სოდა.
15 სიმინდის სახამებელი.
30 გრამი ქოქოსის ზეთი.
ეთერზეთი.

მომზადების წესი:
თავდაპირველად აურიეთ საკვები სოდა და სახამებელი. სოდა აქრობს უსიამოვნო სუნს, სახამებელი კი იწოვს სისველეს, ამიტომ
იღლიები მშრალი გექნებათ.

სოდისა და სახამებლის ნარევს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი. ის 24 გრადუს ტემპერატურაზე დნება, ამდენად, წასმისას ის ოდნავ შეთბება და ადვილად წაისვამთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ ორიოდე წვეთი ეთერზეთი - შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი.
reclama
მასა მოათავსეთ მისახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS