არსებობს ოფლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და გარდა იმისა, რომ საიმედოდ უმკლავდება ოფლის სუნს, ტანსაცმელზე ლაქებსაც არ ტოვებს.
ინგრედიენტები:
25 გრამი საკვები სოდა.
15 სიმინდის სახამებელი.
30 გრამი ქოქოსის ზეთი.
ეთერზეთი.
მომზადების წესი:
თავდაპირველად აურიეთ საკვები სოდა და სახამებელი. სოდა აქრობს უსიამოვნო სუნს, სახამებელი კი იწოვს სისველეს, ამიტომ
სოდისა და სახამებლის ნარევს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი. ის 24 გრადუს ტემპერატურაზე დნება, ამდენად, წასმისას ის ოდნავ შეთბება და ადვილად წაისვამთ.
მიღებულ მასას დაუმატეთ ორიოდე წვეთი ეთერზეთი - შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი.
მასა მოათავსეთ მისახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.