06 ივლისი, 2017
კუჭის აშლილობა - მოაგვარეთ პრობლემა
კუჭის აშლილობას სტაფილოსა და კამის თესლით მკურნალობენ - ეს გამოცდილი მეთოდია შინაურ პირობებში ამ უსიამვნების დასაძლევად.

კამის წყალს იყენებენ როგორც გაზებისგან გასათავისუფლებელ საშუალებას, განსაკუთრებით ჩვილებში. ის იცავს ნაწლავებში მტკივნეული ჩხვლეტებისგან და ათავისუფლებს მეტეორიზმისგან.

კამა შეგიძლიათ ნედლი სახით მიირთვათ. ზემოაღნიშნული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, უბრალოდ, დაღეჭეთ ერთი ღერი კამა ჭამის შემდეგ.

კუჭის აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ სტაფილოს თესლსაც.

სტაფილოს თესლი ყავის საფქვავით დაფქვით და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 1-3-ჯერ დღეში, მეტეორიზმის ან აშლილობის ხარისხის მიხედვით.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS