05 ივლისი, 2017
როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა დიაბეტის დროს?
ხალხური მედიცინა დიდი ხანია ფარსმანდუკს სამკურნალოდ იყენებს და ამ მცენარეს საკმაოდ ფართო შესაძლებლობებიც აქვს.
ფარსმანდუკს იყენებენ მეტეორიზმის, კუჭის წყლულის, გასტრიტის, მენსტრუალური ტკივილების, დიზინტერიის სამკურნალოდ. ეს მცენარე აუმჯობესებს მადასა და საჭმლის მონელების პროცესს.

ფარსმანდუკის ნახარშს იყენებენ ცხვირიდან სისხლდენის, ტუბერკულოზისა და სისხლის ამოხველების დროს. ნაყენი კი რეკომენდებულია დიათეზის, შარდის შეუკავებლობის, სიმსუქნის სამკურნალოდ და ლაქტაციის გასაუმჯობესებლად.
ეს მცენარე დაგეხმარებათ, ასევე, სისხლმდენი ღრძილებისა და ათეროსკლეროზის მკურნალობაში. მისი ნაყენის ოყნებს კი ჰემოროის დროს უნიშნავენ.

ფარსმანდუკის ნაყენი კარგია დიათეზისა და კანის
დაავადებების სამკურნალოდ.

გასახდომად შაქრიანი დიაბეტის დროს

1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფარსმანდუკს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმდგით და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 100 მილილიტრი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
დაზიანებული კანის მოსაბანად და სავლებ საშუალებად პარადონტოზის დროს.

ფარსმანდუკის ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, დააქუცმაცეთ, დასრისეთ და გამოწურეთ წვენი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი წვენი სამჯერ დღეში.

წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაზიანებული კანის მოსაბანად და სავლებ საშუალებად პარადონტოზის დროს.
სტენოკარდიის, იმპოტენციისა და ნაწლავური სპაზმის დროს.

2 სადილის კოვზ ხმელ ფოთლებსა და ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და გააჩერეთ ერთი კვირით ბნელ თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 წვეთი სამჯერ დღეში ჭამამდე.

ამ ნაყენს იყენებენ სტენოკარდიის, იმპოტენციისა და ნაწლავური სპაზმის დროს.

ეგზემა და ჩირქოვანი გამონაყარი

200 გრამ ხმელ ფარსმანდუკს დაასხით სამი ლიტრი მდურარე და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გდაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში, ჩაწექით 15 წუთით.

აბაზანა უნდა გაიკეთოთ ძილის წინ.

აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ თბილად დაიფარეთ.

ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ არა უმეტეს ორი კვირისა. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესის სახითაც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS