05 ივლისი, 2017
ბურსიტი - უმკურნალეთ ანთებას და მოიხსენით ტკივილი
ბურსიტი - ეს მყარი წარმონაქმნი ფეხის დიდი თითის სახსართან წარმოადგენს მარილოვან დანალექს და ეს შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორის ნიკრისის ქარით, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებით, დიეტებით, არაკომფორტული ფეხსაცმლითაც კი.

ბურსიტი არა მარტო ვიზუალურად არის უსიამოვნო, მას ხშირად ძლიერი ტკივილიც ახლავს. მარილების დალექვის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ძალიან მარტივ რეცეპტს მიმართოთ.

ინგრედიენტები:

300 მილილიტრი წყალი.
1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი.

მომზადების წესი:

წყალი ჩაასხით მომინანქრებულ ქვაბში, ჩაყარეთ დაფნა და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით
თერმოსში და გააჩერეთ მთელი ღამით. ნახარში გადაწურეთ და სვით 3 დღე მომცრო ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში. ყოველ საღამოს მოამზადეთ ახალი ნახარში. შეისვენეთ 7 დღით და პროცედურა გაიმეორეთ.
თუ ხშირად შარდავთ, ეს ნიშბავს, რომ მარილი იშლება, ამის სედეგად სახსრებმა ნაკლებად უნდა შეგაწუხოთ.
შეგიძლიათ მოამზადოთ პასტაც, რომელიც ხელს შეუშლის „კოპის“ ზრდას.

ინგრედიენტები:

100 მილილიტრი 96%-იანი სპირტი.
5 დაფნის ფოთოლი.
3 ლიტრი წყალი.
1 სადილის კოვზი საკვები სოდა.

მომზადების წესი:

ამ პასტის მოსამზადებლად ერთი კვირა დაგჭირდებათ.
აურიეთ ერთმანეთში დაფნა და სპირტი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირის განმავლობაში.
თასში ჩაასხით თბილი წყალი და ჩაყავით ფეხები, როცა სოდიანი წყალი კარგად დაალბობს ფეხებს, წაისვით დაფნის სპირტიანი ნაყენი და კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილი, ჩაიცვით ბამბის ქსოვილის წინდები და დაწექით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS