03 ივლისი, 2017
დაუმუშავებელი თაფლი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ტკივილგამაყუჩებელი
თაფლი ერთ-ერთია იმ ბუნებრივ პროდუქტთაგან, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თაფლის სასიკეთო თვისებები ძლიერდება, თუ ის ნედლი, დაუმუშავებელია.

ასეთი თაფლი სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად გაჯერებულია ფუტკრის მტვრითა და პროპოლისით, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს და ხელს უწყობენ გამოჯანმრთელებას.

ნედლი თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში ხველებისა და წყლულების სამკურნალოდ.

ნედლ თაფლს უნიშნავენ პაციენტებს, რომლებსაც კატარაქტის ოპერაციისთვის ამზადებენ, ასევე, ოპერაციის შემდგომი პერიოდისა და პრობლემების უფრო ადვილად დასაძლევად.

მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ძალიან სასარგებლოა ნუშურა ჯირკვლების
ამოჭრის შემდეგ, ასევე, დიეტებისა და უძილობის დროს.


ასე რომ, თუ ალერგიული არ ხართ, მიირთვით ნედლი თაფლი და გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS