30 ივნისი, 2017
როგორ ვითარდება სიმსივნე და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება - ონკოლოგის რეკომენდაციები

 

არსებობს მოსაზრება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი რეალურად დაუდგენელია, თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მძიმე დიაგნოზის მიზეზი შეიძლება გახდეს - დაბინძურებული ჰაერი, სტრესული ცხოვრება, არაჯანსაღი კვება, ესა თუ ის ტრავმა და კიდევ არაერთი ფაქტორი...

საინტერესოა, რას ფიქრობს ამ თემაზე თავად ექიმი, მართლაც, რის გამო უდგინდებათ ასეთი მძიმე დიაგნოზები და რატომ ხდებიან ხშირ შემთხვევაში საბედისწერო განაჩენის მსხვერპლნი?! ამასთან, რა დაავადებები შეიძლება იქცეს სიმსივნის წინაპირობად და რა უნდა გავაკეთოთ მძიმე სენის თავიდან ასაცილებლად, საპრევენციოდ? - გვესაუბრება პაატა ხორავა,
ექიმი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი:

"სიმსივნის გამომწვევი და განვითარების მიზეზები დიდი ხანია შესწავლილია, ანუ ფონური პათოლოგიები, რომლის ფონზეც სიმსივნე ადვილად ვითარდება და ამ ყველაფერს გენეტიკურ აპარატის ცვლილებამდე მივყავართ. მუტაცია ქრომოსომულ დონეზე ხდება''.

- ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევ ფაქტორებს ამ დონეზე შეუძლიათ ცვლილების მოხდენა?

- რა თქმა უნდა, ის ქიმიური ნივთიერებები, რაც ბუნებაშია გავრცელებული, რასაც თუნდაც დაბინძურებული ჰაერი ქმნის, ან არაჯანსაღი საკვები, ყველაფერი მოქმედებს. მათი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ადამიანი შეიძლება მძიმე რისკის ქვეშ აღმოჩნდეს... სიმსივნის განვითარებას წლები სჭირდება, ზოგ შემთხვევაში, 10 წლის განმავლობაშიც კი გროვდება ორგანიზმში და შემდეგ პათოლოგიურად მოქმედებს დნმ-ზე. მუდმივად მიდის განახლება, ახალი უჯრედების წარმოქმნა და ოდესღაც, ამ ქიმიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, წარმოქმნილი უჯრედი არის მუტაციური, მუტაგენური, შეცვლილი, გარდაქმნილი, ატიპიური, რაც გინდათ ის დავარქვათ, რაც ახალი სიმსივნური კერის განვითარების წინაპირობაა. 

იხილეთ ვრცლად:

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS