29 ივნისი, 2017
შეშუპებული ფეხები - მოაგვარეთ პრობლემა ბუნებრივი საშუალებებით
ზაფხულში ფეხების შეშუპების პრობლემა გაცილებით აქტუალური ხდება. შეშუპების მიზეზი სიცხისა და ხანგრძლივი ჯდომის გარდა, შეიძლება ბევრად სერიოზული იყოს. ცხადია, პრბლემას სპეციალისტი დაადგენს, თქვენ კი შეგიძლიათ მარტივი და უსაფრთხო ბუნებრივი საშუალებებით დაეხმაროთ საკუთარ თავს.

ცივი კომბოსტოს ფურცელი

შეშუპებულ ადგილზე შემოიხვიეთ გაცივებული კომბოსტოს ფურცელი.

სასმელი წყალი

თუ ცოტა წყალს სვამთ, განსაკუთრებით სიცხეში, რგანზმი იკავებს ზედმეტ წყალს და წარმოიქმნება შეშუპება. დალეთ მეტი წყალი - ეს დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

მოხარშული ბრინჯი და სოდა

აურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი მოხარშული
ბრინჯი და საკვები სოდა და დაიდეთ კომპრესის სახით შესივებულ ადგილზე - შესივებული ადგილი მალე დაცხრება.

ევკალიპტის აბაზანა

ევკალიპტის ფოთლების ნაყენის აბაზანა სწრაფად მოგიხსნით შეშუპებას. შეგიძლიათ აბაზანაში, უბრალოდ, ევკალიპტის ეთერზეთი დაუმატოთ.

ზღვის მარილის აბაზანა
ზღვის მარილის აბაზანას შეშუპების საწინააღმდეგო ექსპრესსაშუალებად მიიჩნევენ. საკმარისია, ფეხებისთვის განკუთვნილ აბაზანაში რამდენიმე სადილის კოვზი ზღვის მარილი დაუმატოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS