ჯერ მოამზადეთ ოხრახუშის ნაყენი - 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოხრახუშის ფოთოლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და მჭიდროდ დაახურეთ თავზე, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
ამასობაში გათალეთ ერთ კარტოფილი და წვრილად გახეხეთ. 1 სადილის კოვზ გახეხილ კარტოფილს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ოხრახუშის ნაყენი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
კარგად აურიეთ და თანაბრად გაანაწილეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლის ნაჭერზე და დაიდეთ თვალებზე და ხელით
ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ და მისი გამოყენების შემდეგ სახის დაბანა საჭირო არ არის, შეგიძლიათ კარტოფილის ნარჩენები, უბრალოდ, ბამბის ჩხირით მოიშოროთ.