ანგინის სამკურნალოდ, როგორც სავლები საშუალება, ბალახების შემდეგი ნაკრები გამოგადგებათ:
თითო წილი გვირილა, ევკალიპტი და გულყვითელას ყვავილი ერთმანეთში აურიეთ, ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, კარგად შეფუთეთ, გააჩერეთ ნახევარი საათით, გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში.
4 ჩაის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში, 5-6-ჯერ
აურიეთ ერთმანეთში 2 წილი ევკალიპტი, 1 წილი სელის თესლი, 2 წილი გვირილისა და 2 წილი ცაცხვის ყვავილი.
1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში 4-5-ჯერ დღეში.
ზემოხსენებული სამკურნალო ბალახების გამოყენება იჰალაციის სახითაც შეიძლება, უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ მათში ცოტაოდენ ზეთსაც შეურევთ.