26 ივნისი, 2017
ისეირნეთ თხუთმეტი წუთი დღეში - გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე
თუ თქვენ მჯდომარე სამუშაო გაქვთ და დღის განმავლობაში ნაკლებად გიწევთ მოძრაობა, შეეცადეთ ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში მაინც ისეირნოთ ფეხით.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყოველდღე თხუთმეტწუთიანი სიარული სპორტდარბაზში ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების რისკს, რაც მეცნიერულმა კვლევებმაც დაადასტურა.

აგრეთვე, რეგულარული სიარული მთლიანად სეცვლის თქვენს სხეულს და დაგიბრუნებთ მოხდენილ გარეგნობა.

აი, რით არის სასარგებლო სიარული:

იცავს ორგანიზმს დიაბეტის განვითარებისგან.

ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

ამაღლებს D ვიტამინის დოზას.

აყუჩებს ტკივილს.

ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS