წყალი
წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. საჭირო რაოდენობით წყლის მიწოდება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია დეტოქსიკაციის პროცესში.
საქმე ის არის, რომ წყალი აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დღის განმავლობაში ორგანიზმს გამართული მუშაობისთვის რვა ჭიქა წყალი სჭირდება. ასევე, რეკომენდებულია რაც შეიძლება მეტი წყლის შემცველი ხილი და
წყალი ჯანმრთელობასთან ერთად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
ნიორი
ნიორის სასარგებლო თვისებები კარგადაა ცნობილი. ერთი მხრივ, ნიორი ასტიმულირებს სისხლის გამწმენდი ფერმენტების სეკრეციას, რითაც აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.
შეგიძლიათ ნიორი მიირთვათ როგორც უმად, ისე სადილებში.
სტაფილო
ეს ბოსტნეული უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. სტაფილოში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლის მიწოდებას კანის ზედაპირზე და აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას.
მიირთვით ყოველ დილით სტაფილოს წვენი.