23 ივნისი, 2017
რატომ უნდა ჭამონ ორსულებმა შოკოლადი - გაამხიარულეთ თქვენი პატარა
ორსულობა ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილებას იწვევს, ქალს ბევრი წესისა და მითითების, ასევე, დიეტის დაცვა უწევს.

თუმცა, მიუხედავად მრავალი შეზღუდვისა, არსებობს ერთი პროდუქტი, რომელზეც ორსულობის განმავლობაში შეგიძლიათ უარი არ თქვათ - შოკოლადი!

შოკოლადი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის პრეეკლამპსიის პროფილაქტიკისთვის.

გარდა ამისა, თეობრომინი, კაკაოში აღმოჩენილი ნივთიერება, ორსულობისას ორგანიზმს სისხლისა და წნევის სწორ რეგულაციაში ეხმარება.

შოკოლადში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას. შეიცავს ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებს, მინერალებსა და ცხიმმჟავებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლის
პროცესს.
შოკოლადში შემავალი ნივთიერებები აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ხსნის საერთო დაძაბულობას.

და კიდევ, შოკოლადი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა დახმარებთაც ჩვილი თავს ბედნიერად გრძნობს, როგოც მუცლად ყოფნისას, ისე დაბადების შემდეგ.

ასე რომ, თუ გინდათ თქვენი პატარას უფრო ჯანმრთელი იყოს და კარგი გუნება-განწყობილება დიდხანს გაჰყვეს, თამამად მიირთვით შავი შოკოლადი ორსულობის პერიოდში.

თუმცა, თავის დასაზღვევად რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS