21 ივნისი, 2017
რა მოხდება, თუ დღეში ორ კვერცხს შეჭამთ - იზრუნეთ ჯანმრთელ ჩვილებზე და შეაჩერეთ დაბერების პროცესი
კარგა ხანია, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აზრი, თითქოს კვერცხის ხშირად ჭამა მავნე ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, მცდარია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პირიქით, დღეში ორი-სამი კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კი არის.

კვერცხი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ცხიმმჟავა ომეგა 3-ს, და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას. ამასთან, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ამცირებს, ასევე, ფოლიუმის მჟავას უკმარისობით გამოწვეული თანდაყოლილი დეფექტის რისკს. ასე რომ, ურიგი არ იქნება, თუ ორსულებიც ხშირად მიირთმევენ კვერცხს (ცხადია, ლაპარაკია ჯანსაღ პროდუქტზე).

გერმანელმა სპეციალისტებმა კვერცხში აღმოაჩინეს ნივთიერებები, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესს. თუმცა ამისთვის კვერცხის სწორად მომზადებაა საჭირო. საქმე ის გახლავთ, რომ თერმულად დამუშავებულ კვერცხში გაცილებით მეტი ჯანმრთელობისთვის ძვირფასი კაროტინოიდებია, ვიდრე უმში.

კვერცხი მდიდარია ბიოტონით, B12 ვიტამინითა და ცილებით. ამ ნივთიერებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

ასევე, ის შეიცავს ლიცეტინს, რომელიც იცავს ნაწლავებს და ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციის პროცესში.

კვერცხში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აჩქარებს ზედმეტი წონის დაკარგვას, იცავს ტვინს და ძვლებს კალციუმით ამარაგებს.

ამდენად, დღეში 2-3 კვერცხი ჯანმრთელი ადამიანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ვისაც უკვე აწუხებს დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სასურველია, მან თავი   შეიკავოს კვერცხის ჭარბი მოხმარებისგან. მათთვის კვირაში 2-3 კვერცხიც საკმარისია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS