გახდომა ყაბაყის დიეტის დახმარებით
ყაბაყი არ შეიცავს მავნე ქოლესტერინს. ის კიტრის მსგავსად პრაქტიკულად მხოლოდ წყლისგან შესდგება, ამიტომ გასახდომად ძალიან ეფექტურია.
დიეტოლოგების რეკომენდაციით, ყაბაყი უნდა მიირთვათ მოხარშულ, ორთქლზე მომზადებულ ან გამომცხვარ მდგომარეობაში. ასე ზედმეტი კილოგრამები და სანტიმეტრები თქვენს თვალწინ დადნება.
ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ყაბაყი შეიცავს საკმარისი რაოდენობის კალიუმს, რაც აუცილებელია გულის ნორმალური მუშაობისთვის. გარდა ამისა, მასში ქოლესტერინის არ არსებობის გამო, სისხლძარღვები ქოლესტერინისგან დამოუკიდებლად იწმინდება, რაც
კარგი მხედველობა
აღმოჩნდა, რომ ყაბაყი მხედველობაზე მოცვსა და სტაფილოზე ნაკლებად არ მოქმედებს. ყველაფერი კი იმიტომ, რომ ის დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს.
ძლიერი იმუნური სისტემა
100 გრ ყაბაყი შეიცავს 17,9 მლგ ჩ ვიტამინს, რაც მოზრდილი ადამიანისთვის დღის დოზის მესამედია. შესაბამისად, ყაბაყის ყოველდღიური მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ისეთი მავნე ვირუსებისგან, რომლებიც საბოლოოდ სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
ანა გარელი