კიტრი
კიტრში უხვადაა სითხე, ამასთან, მცირე რაოდენიბით შეიცავს უჯრედისს, ამიტომაც ის საუკეთესო საკვებია მუცლისთვის. კიტრი გამოირჩევა შარდმდენი თვისებით, რაც ამცირებს მუცლის შებერილობას.
პიტნა
პიტნის ჩაი ადუნებს ნაწლავთა კუნთებს, შესაბამისად, ათავისუფლებს ნაწლავებს დისკომფორტისა და გაზებისაგან. ამასთან, ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ მუშაობას.
კამა
ბევრ ტრადიციულ ინდურ რესტორანში სადილის შემდეგ პატარა ჯამით მოაქვთ კამის თესლი. ის ასტიმულირებს
იოგურტი
შეარჩიეთ იოგურტი აქტიური ბაქტერიებით. ის ზრდის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბიფიდო და ლაქტობაქტერიების რაოდენობას, რომლებიც ააქტიურებენ საჭმლის მონელების პროცესს.
შეარჩიეთ უცხიმო იოგურტი, შეგიძლიათ მას ახალი ხილი დაუმატოთ.
ბანანი
მუცლის შებერილობის მიზეზი შეიძლება ნატრიუმით მდიდარი საკვები გახდეს. ამიტომაც ორგანიზმში წყლის სათანადო ბალანსის დაცვისთვის აუცილებელია კალიუმისა და ნატრიუმის დონის დაბალანსება. ამაში კი ბანანი დაგეხმარებათ.