სველი ხველების დროს, მდოგვის სანელებლები საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს დაგროვილი ნახველის გასათხელებლად. უბრალოდ, წაისვით ცოტაოდენი მდოგვი გულმკერდზე და მისი სიმხურვალე შვებას მოგგვრით.
კუნთების ტკივილი
ზედმეტი ვარჯიშის შემდეგ ან სხვა მიზეზით კუნთების ტკივილისას შეგიძლიათ კუნთები მდოგვით დაიზილოთ - სასიამოვნო სითბოს იგრძნობთ და ტკივილიც მალე გაგივლით.
ნიღაბი სახისთვის
მდოგვი კარგად ჭიმავს სახის კანს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. მასა წაისვით სახეზე, ოღონდ მოერიდეთ თვალების ირგვლივ ზონას, გაიჩერეთ
დამწვრობისას
თუ ხელი მსუბუქად დაიწვით, წაისვით მდოგვი, ეს მოგიხსნით წვის შეგრძნებას.
ყელის ტკივილი
თუ ყელი გტკივათ და საჭირო მედიკამენტები არ აღმოგაჩნდათ, აურიეთ ერთმანეთში თითო სადილის კოვზი მდოგვი, ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ პატარა ჯამში, დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით, ცოტათი გააგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და გამოივლეთ ყელში.
ეს სავლები ერთ წამში განკურნავს თქვენს ყელს.