ჟელატინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იდეალურია თმის მკურნალობისთვის, ის დადებითად მოქმედებს თავის კანზე, თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესზე.
ინგრედიენტები:
1 კვერცხი
½ ფინჯანი რძე
1 სადილის კოვზი ჟელატინი
2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
2 ჩაის კოვზი რეგულარული გამოყენებისთვის განკუთვნილი თმის კონდიციონერი (მხოლოდ მშრალი თმის შემთხვევაში)
2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
ჟელატინი ცხელ რძეში კარგად გახსენით, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, კონდიციონერი, კვერცხი და კვლავ კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სველ თმაზე და დაიხურეთ აბაზანის ქუდი. ნიღაბი გაიჩერეთ 30-40 წუთით და შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეოროთ.