17 ივნისი, 2017
დაიბრუნეთ ჯანსაღი თმა თხუთმეტ წუთში - უმკურნალეთ თავის კანს
ინგრედიენტი, რომელიც დაზიანებული თმის აღდგენაში დაგეხმარებათ ყველასთვის ხელმისაწვდომი ჟელატინი გახლავთ.

ჟელატინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იდეალურია თმის მკურნალობისთვის, ის დადებითად მოქმედებს თავის კანზე, თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესზე.

ინგრედიენტები:

1 კვერცხი

½ ფინჯანი რძე

1 სადილის კოვზი ჟელატინი

2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი

2 ჩაის კოვზი რეგულარული გამოყენებისთვის განკუთვნილი თმის კონდიციონერი (მხოლოდ მშრალი თმის შემთხვევაში)

2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ჟელატინი ცხელ რძეში კარგად გახსენით, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, კონდიციონერი, კვერცხი და კვლავ კარგად აურიეთ.

გამოყენების წესი:

მიღებული მასა წაისვით სველ თმაზე და დაიხურეთ აბაზანის ქუდი. ნიღაბი გაიჩერეთ 30-40 წუთით და შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეოროთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS