16 ივნისი, 2017
რა მოუვა თქვენს ტვინსა და ღვიძლს, თუ ყოველ დილით ამ სასმელს დალევთ?
კურკუმა, ეს სამხრეთაზიური სანელებელი, ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო კულინარიული, არამედ სამკურნალო თვალსაზრისითაც.

კურკუმის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ღვიძლისა და ტვინის ჯანმრთელობას. მასში შემავალი ნივთიერებები იცავს ღვიძლს დაზიანებისა და მავნე ნივთიერების დაგროვებისა და მათი ზემოქმედებისგან.

კურკუმა დადებითად მოქმედებს ტვინზეც, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს, კარგ შედეგს იძლევა დეპრესიის მკურნალობის დროსაც.

კურკუმას საკმაოდ ფართო სამკურნალო შესაძლებლობები აქვს და კარგი იქნება, თუ ხშირად ჩართავთ მას რაციონში. შეგიძლიათ მისი გამოყენების ძალიან მარტივ მეთოდს მიმართოთ.
საკმარისია ყოველდღიურად მიირთვათ კურკუმიანი წყალი.

ინგრედიენტები:

¼ ჩაის კოვზი კურკუმა.

1-2 ფინჯანი წყალი.

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ კურკუმა და კიდევ 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და დალიეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS