კურკუმის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ღვიძლისა და ტვინის ჯანმრთელობას. მასში შემავალი ნივთიერებები იცავს ღვიძლს დაზიანებისა და მავნე ნივთიერების დაგროვებისა და მათი ზემოქმედებისგან.
კურკუმა დადებითად მოქმედებს ტვინზეც, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს, კარგ შედეგს იძლევა დეპრესიის მკურნალობის დროსაც.
კურკუმას საკმაოდ ფართო სამკურნალო შესაძლებლობები აქვს და კარგი იქნება, თუ ხშირად ჩართავთ მას რაციონში. შეგიძლიათ მისი გამოყენების ძალიან მარტივ მეთოდს მიმართოთ.
ინგრედიენტები:
¼ ჩაის კოვზი კურკუმა.
1-2 ფინჯანი წყალი.
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ კურკუმა და კიდევ 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და დალიეთ.