15 ივნისი, 2017
ბადრიჯანი - გაგიყუჩებთ მუხლების ტკივილს, მოგიხსნით ართრიტის სიმპტომებს, ჩააცხრობს ანთებით პროცესს
ასაკოვანმა ქალბატონმა, რომელსაც სახსრების, განსაკუთრებით მუხლების საშინელი ტკივილი აწუხებდა და ტრადიციულმა მედიცინამ დიდად ვერაფრით უშველა, ფარ-ხმალი არ დაყარა და ართრიტის დასამარცხებლად ბუნებრივი საშუალებების ძებნა დაიწყო.

მან მიაგნო ასეთ რეცეპტს და ინტერნეტქსელშიც გაავრცელა.

რეცეპტის მთავარი კომპონენტი ბადრიჯანია.

ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ბადრიჯანი.

1 ლიტრი წყალი.


მომზადების წესი:

ბადრიჯანი გარეცხეთ, გათალეთ და რგოლებად დაჭერით. ქვაბში ჩაასხით წყალი, აადუღეთ, გამორთეთ და ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი, შემდეგ გადადგით და გააჩერეთ, ვიდრე წყალი არ გაგრილდება.

750
გრამი სითხე მაცივარში შეინახეთ, 250 გრამი კი გარეგანი გამოყენებისთვის გადადეთ.

გარეგანი გამოყენებისთვის გადადებულ 250 გრამ სითხეს დაუმატეთ 50 გრამი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

მაცივარში შენახული 750 გრამი სითხე უნდა დალიოთ შემდეგი წესით:
250 გრამი დილით უზმოზე.
250 გრამი სადილის დროს.
250 გრამი საღამოს.

გარეგანი გამოყენებისთვის გადადებული ნაზავი კი საღამოს, დაწოლის წინ პრობლემურ მონაკვეთებზე წაისვით და სუფთა ქსოვილი შემოიხვიეთ.

20 დღის შემდეგ მუხლებში შვებას იგრძნობთ და ფეხებსაც უფრო ადვილად აამოძრავებთ. ტკივილი და ანთებითი პროცესი მთლიანად ჩაქრება.

რეცეპტის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS