15 ივნისი, 2017
მარწყვი - აახალგაზრდავებს და აღადგენს კანის უჯრედებს
მარწყვი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მასში შემავალი ნივთიერებები ერთნაირად აუმჯობესებს ჯანმრთელობასაც და კანის მდგომარეობასაც.

მარწყვში შემავალი ნივთიერებები აღადგენს, აახალგაზრდავებს და ათეთრებს კანს.

მარწყვის ნიღაბი

ნიღაბი მზადდება ახალი მარწყვისგან, ამასთან, თუ ნორმალირი კანი გაქვთ, დაუმატეთ იოგურტი, თუ მშრალი - 100 გრამი არაჟანი, თუ ცხიმიანი - კეფირი.

1-2 მარწყვი, 1 კონა ოხრახუში და 1 კონა პიტნა მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ სახის კანის ტიპის მიხედვით დაუმატეთ იოგურტი, არაჟანი ან კეფირი, დაუმატეთ
100
გრამი სახამებელი და კარგად აურიეთ, რომ სახამებლის კოლტები არ დარჩეს.

მიღებული მასა ბამბის ტამპონით წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS