15 ივნისი, 2017
ნახეთ რა დაემართება კბილებს, თუ ამ კბილის პასტას გამოიყენებთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
ლამაზი ღიმილი ეფექტური გარეგნობის ერთერთი მნიშველოვანი შემადგენელი ნაწილია. ალბათ ხშირად გინახავთ სხვადასხვა კბილის პასტის რეკლამა, რომელიც გარდა ლამაზი კბილებისა, ჯანმრთელ პირის ღრუს და კარიესისგან დაცვას გვპირდება. უნდა დავუჯეროთ თუ არა მსგავს რეკლამებს და რამდენად განსაზრვრავს კბილის პასტა ჩვენი კბილების ჯანმრთელობას.
კბილების მოვლა ადამიანმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ გამოიყენებოდა ბუნებრივი ფხვნილები კბილების მოსავლელად. პირველი კბილის პასტა ამერიკაში 1873 წელს გაკეთდა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი კბილის პასტა პირველად გამოიცა ტიუბებში. დღეისათვის იწარმოება
უამრავი სახეობის და ბრენდის ეს ჰიგიენური პროდუქტი: სამკურნალო, ბუნებრივი, ანტიბაქტერიული, სხვადასხვა კომპონენტებით გაჯერებული, საბავშვო, თუმცა რეკლამირებას ყველაზე ხშირად კბილების მათეთრებელ, ან კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტას უწევენ, რამდენად შეესაბამება ეს რეკლამა სინამდვილეს? მართლა იცავს თუ არა კბილის პასტა კბილებს კარიესისგან?

ფტორი ქიმიური ელემენტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯანსაღი კბილებისთვის, კბილის პასტა ფტორის შემცველობით ამცირებს კარიესის რისკს.

კბილის პასტის შემადგენლობაში ფტორი მითითებულია ეტიკეტზე, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა კბილის პასტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. იმისთვის რომ გაიგოთ მართლა შეიცავს თუ არა თქვენს მიერ შეძენილი კბილის პასტა ფტორს, სახლის პირობებში ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ. გამომდრინარე იქიდან, რომ კბილის ემალის ქიმიური შემადგენლობა კვერცხის ნაჭუჭის იდენტურია, გთვაზობთ ექსპერიმეტს კვერცხის გამოყენებით

იხილეთ ვიდეო: http://palitranews.ge/video/nakhet-ra-mouva-kbilebs-tu-am-kbilis-pastas-gamoiqenebt-es-unda-autsileblad-unda-itsodet

  1. წაუსვით კვერცხს კბილის პასტა, ჩადეთ  ძმარში და გააჩერეთ მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და შეამოწმეთ ნაჭუჭი. მე სწორედ ასე მოვიქეცი, ერთ შემთხვევაში გვაქვს კვერცხი, რომელსაც ფტორიანი კბილის პასტა აქვს წასმული, მეორე შემთხვევაში კი კბილის პასტა ფტორის გარეშე. მოდით ვნახოთ რა მოხდა. უფტორო კბილის პასტით დამუშავებული კვერცხი ასეთი გახდა ვიზუალურად, ის დარბილდა და როგორც ხედავთ მოხარშუ გარჩეულ კვერცხს დაემსგავსა, ასე იმოქმედა მასზე მჟავამ. რა მოხდა ფტორიანი კბილის პასტით დამუშავებული კვერცხის შემთხვევაში. ის ისეთივე მაგარია, როგორიც 12 საათის წინ, ძმარში ჩადებამდე იყო.ანუ ფტორმა ის დაიცვა მჟავებისგან.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS