კბილების მოვლა ადამიანმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ გამოიყენებოდა ბუნებრივი ფხვნილები კბილების მოსავლელად. პირველი კბილის პასტა ამერიკაში 1873 წელს გაკეთდა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი კბილის პასტა პირველად გამოიცა ტიუბებში. დღეისათვის იწარმოება
ფტორი ქიმიური ელემენტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯანსაღი კბილებისთვის, კბილის პასტა ფტორის შემცველობით ამცირებს კარიესის რისკს.
კბილის პასტის შემადგენლობაში ფტორი მითითებულია ეტიკეტზე, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა კბილის პასტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. იმისთვის რომ გაიგოთ მართლა შეიცავს თუ არა თქვენს მიერ შეძენილი კბილის პასტა ფტორს, სახლის პირობებში ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ. გამომდრინარე იქიდან, რომ კბილის ემალის ქიმიური შემადგენლობა კვერცხის ნაჭუჭის იდენტურია, გთვაზობთ ექსპერიმეტს კვერცხის გამოყენებით
იხილეთ ვიდეო: http://palitranews.ge/video/nakhet-ra-mouva-kbilebs-tu-am-kbilis-pastas-gamoiqenebt-es-unda-autsileblad-unda-itsodet
- წაუსვით კვერცხს კბილის პასტა, ჩადეთ ძმარში და გააჩერეთ მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და შეამოწმეთ ნაჭუჭი. მე სწორედ ასე მოვიქეცი, ერთ შემთხვევაში გვაქვს კვერცხი, რომელსაც ფტორიანი კბილის პასტა აქვს წასმული, მეორე შემთხვევაში კი კბილის პასტა ფტორის გარეშე. მოდით ვნახოთ რა მოხდა. უფტორო კბილის პასტით დამუშავებული კვერცხი ასეთი გახდა ვიზუალურად, ის დარბილდა და როგორც ხედავთ მოხარშუ გარჩეულ კვერცხს დაემსგავსა, ასე იმოქმედა მასზე მჟავამ. რა მოხდა ფტორიანი კბილის პასტით დამუშავებული კვერცხის შემთხვევაში. ის ისეთივე მაგარია, როგორიც 12 საათის წინ, ძმარში ჩადებამდე იყო.ანუ ფტორმა ის დაიცვა მჟავებისგან.