14 ივნისი, 2017
ნივრიანი წყალი - დაიბრუნეთ ლამაზი მუცელი სწრაფად და ადვილად
ნივრიანი წყალი სწრაფად და იოლად მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს მუცლის არიდან, რომელიც გახდომის მსურველთათვის ყველაზე რთულ უბანს წარმოადგენს.

ნიორთან ერთად ამ ჯადოსნური სასმლის შემადგენლობაში ლიმონიც შედის. ნივრისა და ლიმონის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი და ამჯერად მათზე არ შევჩერდებით. ურალოდ, გაგაცნობთ რეცეპტს, რომელიც ლამაზი მუცის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

3 კბილი წვრილად გახეხილი ნიორი.

4 ნაჭერი ლიმონი.

ერთი დოქი თბილი წყალი.

3 წვეთი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

გახეხილი ნიორი ლიმონთან ერთად უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ პატარა ჩაიდანში მოათავსეთ. დაასხით
წყალი და დაუმატეთ სამი წვეთი ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ 20 წუთით და შემდეგ მოურიეთ. ეს რთული პროცესი ნამდვილად არ გახლავთ.
უმჯიბესი იქნება, თუ ნივრიან წყალს უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადებთ. საქმე ის არის, რომ ნივრიანი წყალი მალე ფუჭდება და კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ნივრიანი წყალი ყოველდღე არ დალიოთ! საკმარისია სამ დღეში ერთხელ მიიღოთ. ზედმეტ ცხიმს მუცლის არიდან 2-3 კვირაში საგრძნობლად მოიშორებთ. ცხადია, ზომიერად და ჯანსაღად უნდა იკვებოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS