ასე რომ, თუ პატარა ცუდად რეაგირებს ხმებზე, ცუდად სძინავს, აწუხებს დიარეა, აქვს მაღალი ტემპერატურა, აწვალებს ყურს და თხევადი გამონადენიც შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, შეიძლება მიზეზი სწორედ ყურის ინფექცია იყოს.
გთავაზობთ მარტივ ბუნებრივ საშუალებებს, მათი დახმარებით შინაურ პირობებშიც ადვილად გაუმკლავდებით პრობლემას, რა თქმა უნდა, თუ საქმე სერიოზულ, გართულებულ შემთხვევას არ ეხება.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ეფექტურად ასუფთავებს სასმენი
შეგიძლიათ მდოგვის ზეთიც გამოიყენოთ.
დედის რძე
დედის რძე ბუნებრივ ანტისხეულებს შეიცავს, რაც ძალიან სასარგებლოა ყურის ინფექციის დროს. ის 2-3 დღეში აქრობს ინფექციას, ხსნის ტკივილს და აცხრობს შეშუპებას.
ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი მტკივან ყურში ყოველ ორ საათში ერთხელ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
დედის რძით შეგიძლიათ უმკურნალოთ თვალის ინფექციებსა და დამწვროასაც.
ხახვი
ხახვი დაჭერით და რამდენიმე წუთით შედგით გახურებულ ჰაერღუმელში. როგორც კი შეგრილდება, გამოწურეთ წვენი და რამდენიმე წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ თავი გადახარეთ და გააქანეთ, რომ სითხე უკეთ გადმოვიდეს.