ამ თემაზე მეცნიერებიც მუშაობენ. სწორედ მათ დაასკვნეს, რომ ადამიანის ორგანიზმს ზომიერი რაოდენობით ყველა სახის საკვები ესაჭიროება. ამჯერად თქვენს ყურადღებას ხორცეულის სასიკეთო თვისებებზე შევაჩერებთ.
ქათმის ღვიძლი - რკინის საბადოა. ეს ელემენტი ორგანიზმს სისხლის წითელი სხეულების ასაშენებლად და ჟანგბადის
ინდაურის ხორცი - არა მარტო დიეტურია, არამედ შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას.
საქონლის გული - მასში შემავალი კოენზიმ Q10 იცავს ღრძილებს და ებრძვის პარადონტოზს.
ცხვრის ხორცი - ცხვრის ხორცში უამრავი აქტიური ნივთიერებაა, რომლებიც მამაკაცის პოტენციას აძლიერებს.
ხბოს ხორცი - მასში შემავალი ამინმჟავები - მეთიონინი და ცისტეინი - ამაგრებს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
ჟურნალი ''რეიტინგი''