კამა
ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია კამა ან კამის თესლი.
ერთ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (კამას ან მის თესლს) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათით და გადაწურეთ. გაყავით ოთხად და დალიეთ დღის განმავლობაში.
აბზინდა
ერთ სადილის კოვზ აბზინდას დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ.
დალიეთ 1-3 სადილის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე.
კარტოფილი და სტაფილო
2-3 კარტოფილი და 1-2 სტაფილო კარგად გარეცხეთ. კარტოფილი არ გათალოთ, მხოლოდ დაზიანებული ადგილები ამოჭერით. შემდეგ ინგრედიენტები მოათავსეთ წვენსაწურში - უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი.
წვენი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი 7 დღეა. შემდეგ ერთი კვირით შეისვენეთ და გაიმეორეთ.
საჭიროების შემთხვევასი უნდა ჩაიტაროთ სამი კურსი.